შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2.2 მილიონ ლარამდეა.
რაც შეეხება პროექტს, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა 100 აღსაზრდელზეა გათვლილი და პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
„საბავშვო ბაღის ახალი შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ქმნის ღირსეულ, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის“, - აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს