საზოგადოება
07.08.2025 15:58
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების გამოყენება 31 აგვისტომდეა შესაძლებელი

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების გამოყენება 31 აგვისტომდეა შესაძლებელი.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები თხილის კადასტრში აქვს რეგისტრირებული, ქულები ეტაპობრივად ერიცხებათ.

„პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. სპეციალიზებულ აგრო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა კი2025 წლის31 აგვისტოა.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე: myliberty. ge, “ - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ 0.2 და არაუმეტეს 3 ჰექტარი.

სუბსიდიის მოცულობა კი 1 ჰექტარ თხილის ბაღზე გადაანგარიშებით 500 ლარით განისაზღვრება.

კვირის ამბები