ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში ყოველდღიურად ირწყვება ნარგავები და ითიბება ბალახი. მიმდინარეობს მრავალწლიანი ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრა-გადაბელვა და დეკორატიული ბუჩქების სხვლა-ფორმირება.
„სეზონური სამუშაოების პარალელურად, ხდება სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის - საბავშვო ატრაქციონების განახლება, სკამების, ურნების რესტავრაცია, იცვლება გადამწვარი სანათები. და სხვადასხვა ლოკაციები იწმინდება სტიქიურად დაყრილი ნარჩენებისგან“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი