საზოგადოება
06.08.2025 14:50
სოფელ შინდისში საბავშვო ბაღის შენობა განახლდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში საბავშვო ბაღი სრულად განახლდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და 125 აღსაზრდელს მოემსახურება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში შეიქმნება ყველა თანამედროვე პირობა ბავშვების უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსთვის. მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგების და სახანძრო სისტემები, ეზოები და უზრუნველყოფილი იქნება სრულად ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ახალი კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამუშაოებს და 2026 წლის გაზაფხულისთვის სოფელს სრულად განახლებული საბავშვო ბაღი ექნება“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები