გორში, ცაბაძის ქუჩაზე (თეატრის მიმდებარედ) მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში კორპუსის მცხოვრებლებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს, თვითმხილველთა თქმით, ვიზუალურად, გარდაცვლილს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ აღენიშნებოდა.
მობინადრეთა ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ვერ ამოიცნეს, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს