სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის უფასოდ გაცემა 31 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
სკოლადამთავრებული, თუ მას აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერ წარმომადგენელი მზა ატესტატს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებს. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.
რაც შეეხება ელექტრონულ ატესტატს, მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ასევე, პორტალ − my.gov.ge-დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვაც, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
„ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება იუსტიციის სახლის 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი - განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრის და კოდის მეშვეობით“, - აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.