

ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სავიზო პროგრამას იწყებს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, სავიზო პროგრამის ფარგლებში, ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის გათვალისწინებულია 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარი დეპოზიტის მოთხოვნა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სახელმწიფო დეპარტამენტს სია ჯერ არ გამოუქვეყნებია.
აშშ-ის ახალი სავიზო პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება დეპოზიტის თანხას, აშშ-ში ვიზიტით მყოფ პირებს თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი აშშ-ს ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ და დადგენილ სავიზო პირობებს არ დაარღვევენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს