საზოგადოება
05.08.2025 13:01
შინაური ცხოველის ცოფზე ვაქცინაცია უფასოა

შინაური ცხოველისთვის უფასო ვაქცინაციის ჩასატარებლად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სააგენტოს ვეტერინარები ცოფის საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად, 300 ათასზე მეტ ამთვისებელ ცხოველს უფასოდ ცრიან. მიმდინარე წელს ვაქცინირებულია 160 ათასი ცხოველი.

„გატარებული პრევენციეული ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევების რაოდენობა 80.7%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. წელს გამოვლინდა მხოლოდ 4 შემთხვევა, მაშინ, როცა წინა წელს დაფიქირებული შემთხვევების რიცხვი 15-ს შეადგენდა“, - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კვირის ამბები