სპორტი
05.08.2025 12:54
ტაეკვანდოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს

ტაეკვანდოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა სამი - პირველი, ერთი - მეორე და ოთხი მესამე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრის გამარჯვებულები ნინო ავაზიშვილი (63 კგ. იუნიორი), მარიამ ბუზიაშვილი (23 კგ. უმცროსი პინი) და დემეტრე ტერაშვილი (23 კგ. უმცროსი პინი) გახდნენ. მეორე ადგილს ანდრია მაზიაშვილი (25 კგ. უმცროსი პინი) დაეუფლა. ნანა კოზაევა (52 კგ. იუნიორი), მერი ჭეჭელაშვილი (55 კგ. იუნიორი), ნინო დურგლიშვილი (30 კგ. უფროსი პინი) და მილა ციცაგი (+40 კგ. უმცროსი პინი) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

სპორტსმენების მწვრთნელები თიკა ტერაშვილი და თემურ სამხარაძე არიან.

ტაეკვანდოს საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ჩატარდა. შეჯიბრში თორმეტი გორელი სპორტსმენი მონაწილეობდა.

კვირის ამბები