რეგიონი
05.08.2025 11:55
ქართული ჭიდაობის ტურნირს ძლევიჯვარმა უმასპინძლა - შეჯიბრს სიმონ გულედანი დაესწრო

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძლევიჯვარში შოთა ხაბარელის სახელობის ტურნირი - საქართველოს გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში ჩატარდა.

შეჯიბრს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი დაესწრო.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 გუნდი მონაწილეობდა. რაც შეეხება საპრიზო ადგილების მფლობელებს, კასპის გუნდი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა, მეორე ადგილზე კახეთის, მესამეზე კი წყალტუბოს გუნდები გავიდნენ.

გამარჯვებულებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

კვირის ამბები