რეგიონი
04.08.2025 13:00
შიდა ქართლში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება რეაბილიტირდება

შიდა ქართლში, ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება.

800 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო გარემო

სრულად განახლდება საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. მოეწყობა ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურული კომუნიკაციები - გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

ქარელის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 6.4 მილიონი ლარია.

კვირის ამბები