ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ახალწვეულები კაპელანმა თადეოზმა დალოცა.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა რიგითმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა.
საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, წვევამდელების ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, რეკრუტებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) გორის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, განახლებული პროგრამით გაიარეს. სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გაწვევის ახალი სისტემის ფარგლებში, სავალდებულო გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით და უქმე დღეებით ისარგებლებენ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გორის პირველ ქვეით ბრიგადაში იმსახურებენ.