საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს.
4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. ხოლო საქართველო-ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება.
თამაშებზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ biletebi . ge-ზე შეუძლიათ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.