

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუისსა და ურბნისში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღსაზრდელების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
რუისის საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული სივრცეები, გამწვანებული ეზო და სხვა შიდა და გარე ზონები.
რაც შეეხება ურბნისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, სველი წერტილები და გათბობის სისტემები.
საბავშვო ბაღები სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება.
ორივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და თითოოეულ მათგანზე 1.7 მილიონია განსაზღვრული.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის