საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე, 5 ლოკაციაზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
საგუშაგოებზე საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლი მიმდინარეობს.
საქართველოს ქალაქებს შორის მგზავრობა ნებადართულია მხოლოდ პირადი მანქანით ან ტაქსით 06:00 საათიდან 21:00 საათის პერიოდში. მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი, ამასთან, ნებადართულია სატვირთო მოძრაობა.
ყველა მოქალაქემ, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.