

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
120 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მოზარდების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ. გათვალისწინებულია უსაფრთხოების, გათბობის და წყალმომარაგების სისტემების დამონტაჟებაც.
იგოეთის ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4.6 მილიონი ლარია.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის