

შიდა ქართლში, ხაშურის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობებით 100 აღსაზრდელს მოემსახურება.
განახლებული სივრცე მოიცავს კომფორტულ სასწავლო ოთახებს, სველ წერტილებს, სათამაშო და რეკრეაციულ ზონებს, კეთილმოწყობილ ეზოს და ყველა საჭირო კომუნიკაციას. ბაღი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის