გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამ დროისთვის, გორში, ოთარ ჩხეიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 190 მეტრია, განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულება კი 153 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიხედვით კი მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, საფეხმავლოები, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემაც.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი