სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.
დამსაქმებლის მოთხოვნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; იცოდეს ქცევის მართვის სტრატეგიები (სასურველია პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების ქონა); ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი; იცოდეს ეროვნული სასწავლო გეგმა და კომპიუტერული საოფისე პროგრამები.
უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგად მუშაობის და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს.
გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ხელფასი 350 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი