შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ბაღი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და აღსაზრდელებს უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს შესთავაზებს.
რაც შეეხება პროექტს, სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება და საბავშვო ბაღში მოეწყობა: სათამაშო, საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძესე, მინისტრის მოადგილეები - ვახუშტი ბაგრატიონი, გიორგი კობერიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნენ.