საზოგადოება
25.07.2025 11:24
„მომავლის მწვანე ბანაკი“ - გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი - „მომავლის მწვანე ბანაკი“ დაიწყო.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვისა და მუნიციპალური განვითარების განყოფილებების ორგანიზებით, „მომავლის მწვანე ბანაკის“ პირველი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.

შეხვედაზე მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის, მისი უნიკალური ბუნების, ბიომრავალფეროვნების შესახებ, ისუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.

ახალგაზრდებს, ასევე, მშვიდობის კორპუსის მოხალისე შეხვდა, რომელმაც ბანაკში მისი ჩართულობის მიზნებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

„მომავლის მწვანე ბანაკი“ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ტარდება. მისი მიზანი მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვისადმი მოტივაციის გაზრდა და გარემოსდაცვით საკითხებზე პრაქტიკული უნარების განვითარებაა.

ბანაკი 17 აგვისტომდე, კვირაში ერთხელ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

კვირის ამბები