საზოგადოება
24.07.2025 15:23
სკრის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა. გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება კი დაახლოებით 350 ლარია.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატები, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), აუცილებელია ენისა და მეტყველების მიმართულებით კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა. სასურველია, ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი); სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს გავლილი ტრენინგი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; შეძლოს მოსწავლის ენის, მეტყველების და კომუნიკაციის განვითარების შეფასება და მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურ სამუშაოების განხორციელება;

მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნონ. სამუშაოს დაწყების თარიღად 15 სექტემბერია მითითებული.

კვირის ამბები