საზოგადოება
24.07.2025 15:22
კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობისთვის კონკურსი დღეს სრულდება

კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობისთვის კონკურსი დღეს, 24 ივლისს სრულდება.

კონკურსი - „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაციამ - „შემოქმედებითი საქართველო“ გამოაცხადა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარება; მოსწავლეების და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა; შემოქმედებითი და კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა; სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაწესებულებებისთვის პოტენციური პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დებულებით გათვალისწინებულ პირობებს. თითოეულ კონკურსანტს კი შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა ელექტრონული ფოსტით: info @ creativegeorgia. ge.

განაცხადების მიღება დღეს, 24 ივლისის 18:00 საათზე სრულდება.

კონკურსის ბიუჯეტი 500 000 ლარია, ხოლო პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

დაინტერესებულმა პირმა კონკურსის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს ნომერზე: 551 58 94 97.

კვირის ამბები