

წელს, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად 300 ათასზე მეტ ამთვისებელ ცხოველს უფასოდ ცრის და მიმდინარე წელს 160 ათასი ცხოველია უკვე ვაქცინირებული.
„2024 წელს, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევების რაოდენობა 80.7%-ით შემცირდა.
წელს, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. წელს გამოვლინდა მხოლოდ 4 შემთხვევა, წინა წელს კი დაფიქირებული შემთხვევების რიცხვი 15-ს შეადგენდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, შინაური ცხოველისთვის უფასო ვაქცინაციის ჩასატარებლად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.