რეგიონი
23.07.2025 14:58
შიდა ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს - პროცესს სიმონ გულედანი გაეცნო

შიდა ქართლში, ხაშურში ზემო სერის ტყე-პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საფარის დაგება, გარდა ამისა, იგეგმება სანიაღვრე არხების, ლითონის ზღუდარის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ასევე, ტყე-პარკის შესასვლელთან საპარკინგე სივრცის და გარე განათების მოწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მერის მოადგილე გიორგი პაპიაშვილი გაეცნენ.

სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 1 514 025 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები