იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ,, იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს“.
„იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის. იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს, ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე, საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ და იდეოლოგიურ პროგრამაზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ეწინააღმდეგება, ამიტომ, შეერთებული შტატები ტოვებს ,,იუნესკოს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დირექტორს, ოდრი აზულეს უკვე აცნობა. აღნიშნული განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები „იუნესკოს“ ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს.