საზოგადოება
23.07.2025 11:37
STEAM მიმართულებით ცოდნის მისაღებად პროექტი გორის მერიამ დააფინანსა - გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს

გორში, ახალგაზრდებისთვის STEAM მიმართულებით ცოდნის მისაღებად ოთხთვიანი კურსი დასრულდა. მონაწილეებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ორგანიზაცია „Pascal STEAM Community“-ის პროექტის დასასრულს, სხვადასხვა მიმართულებით გაიამართა ჩემპიონატი. გამარჯვებულ ბავშვებს კი სერტიფიკატები და მედლები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და გორის მერიის წარმომადგენლებმა გადასცეს.

რაც შეეხება პროექტს, ახალგაზრდები ოთხთვიანი კურსის ფარგლებში სწავლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიდნენ, აწყობდნენ და აპროგრამებდნენ რობოტებს.

კონკურსის წესით შერჩეულ 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 ახალგაზრდას სწავლება კი გორის მუნიციპლიტეტის მერიამ დაუფინანსა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია და ორგანიზაცია „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელსაც სრული კურსი 30-მა მოზარდმა გაიარა. პროექტის მიზანი ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები