საზოგადოება
22.07.2025 13:47
საქართველოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო

2025 წლის მეორე კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და მეორე კვარტლის რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წლიურად 3.8%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლებიც და, ასევე, რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.

„2025 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან (გაიზარდა 35.9 მლნ. აშშ. დოლარით, 26%-ით და 173.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ისრაელიდან (გაიზარდა 18 მლნ. აშშ. დოლარით, 16.4%-ით და 127.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 16 მლნ. აშშ. დოლარით, 42.3%-ით და 54 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 5.2 მლნ. აშშ. დოლარით, 20.9%-ით და 30.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 5 მლნ. აშშ. დოლარით, 15.1%-ით და 37.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

ჯამურად, ორ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტნეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

2025 წლის I-II კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 35.4%-ით გადააჭარბა“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები