საზოგადოება
22.07.2025 13:45
შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დაიწყო.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც მრავალფეროვან კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვებიან.

27-31 ივლისის პერიოდში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს პირველი 96 დარეგისტრირებული ახალგაზრდა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება.

კვირის ამბები