საზოგადოება
22.07.2025 11:07
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბიისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტი - „საზაფხულო ტურისტულ - გამაჯანსაღებელი ბანაკი 2025“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ასოციაცია „ტონთიოს“ თანამშრომლობით ხორციელდება და წელს ტანას ხეობა, 13-დან 18 წლის ჩათვლით, 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს.

„საზაფხულო ბანაკი მოზარდების მეორე ნაკადს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში, ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 6 დღეს დარჩებიან. ბანაკის მონაწილეები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას სწავლობენ. ეწყობა ლაშქრობები, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.

კვირის ამბები