

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივლისიდან თვის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
21 ივლისის 17:00 საათიდან 21:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექი. 21:00 საათიდან კი გამოიდარებს.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ნავარაუდევია მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +32-დან +34 გრადუსამდე დაფიქსირდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.