გ. ერთავის სახელობის თეატრი 180-ე სეზონს დღეს, 18 ივლისს, საპრემიერო სპექტაკლით - „მთებმა დახუჭეს თვალები“ დახურავს.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკას გააცოცხლებს. რაც შეეხება სპექტაკლის სცენარს, პოემის - „ალუდა ქეთელაური“ მიხედვით დაიწერა და მირიან (მირო) შველიძის ხსოვნას ეძღვნება.
წარმოდგენაში კი გორის თეატრის მსახიობებთან ერთად, მოწვეული არტისტებიც მონაწილეობენ: ომარ ბექაური, გიორგი გოგუაძე, კახი გაზდელიანი, გიორგი გელაშვილი ( შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი), ელენე დარჩია, ზაზა თედელური, სოსო მგალობლიშვილი, ანა ლევენცი (ქობულეთის დრამატული თეატრი), დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრი), ქეთი ხიტირი (რუსთაველის ეროვნული თეატრი), მაკა შალიკაშვილი, ნოდარ ცერცვაძე და ამირან ქაჩიბაია.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
სპექტაკლი 19:00 დაიწყება.