საზოგადოება
17.07.2025 13:09
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო და ბიუჯეტის (10 მლნ ლარი) ამოწურვამდე გაგრძელდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამაში შესული ცვლილებით, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 150 000 ლარიდან 250 000 ლარამდეა გაზრდილი.

„სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს.

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; ამავდროულად, ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში“, - აღნიშნავენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

დაინტერესებული პირები სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: my. rda. gov. ge შეძლებენ.

კვირის ამბები