საზოგადოება
17.07.2025 10:14
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა საბუთების მიღება დაიწყო

ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საბუთების მიღება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სკოლაში სწავლის პროცესი ორცვლიანია: დილის ცვლა 9:00 სთ-ზე დაიწყება და 12:00 სთ-ზე დამთავრდება; შუადღის ცვლა კი 14:30 სთ-ზე დაიწყება და 17:30 სთ-ზე დამთავრდება.

„სკოლაში მოსწავლეები მე-4 დან მე-7 კლასის ჩათვლით მიიღებიან. საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 აგვისტომდე, 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) სამხატვრო სკოლის შენობაში (ფარნავაზის ქუჩა N1).

რაც შეეხება საბუთებს, სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: 2 ფოტო (3/4), მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა სკოლიდან, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

აღსაზრდელები შეისწავლიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს: გრაფიკას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვას, ხელოვნების ისტორიას. საგაკვეთლო პროცესი „სახელოსნოს“ პრინციპით ჩატარდება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 577 38 25 79.

კვირის ამბები