

უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გორის „დილა“ ლუქსემბურგის „რასიგნ უნიონის“ წინააღმდეგ ხვალ, 17 ივლისს გამართავს.
თამაში 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპიძლებს.
მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც ელექტრონულად (tkt . ge), ასევე სტადიონის სალაროებშიც შეუძლიათ.
„უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სტადიონზე დამსწრებ პირებს ეკრძალებათ ტრიბუნაზე პლასტმასის ბოთლების და სხვა ნებისმიერი მყარი ნივთის შემოტანა“, - აღნიშნულია კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „დილამ“ „რასიგნ უნიონი“ 2:1 დაამარცხა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.