საზოგადოება
16.07.2025 11:45
ელენე ბეთლემიშვილი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია

გორის მესამე და მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ელენე ბეთლემიშვილი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.

შესარჩევ კონკურსში მონაწილე 142 პედაგოგიდან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ვარ. კი, მიხარია! მადლიერი ვარ, ბედნიერი ვარ რომ ჩემი ახლობელი ადამიანები გავახარე. ჩემი ოჯახის მადლიერი ვარ, ყოველთვის სჯერათ რომ ღირებულ საქმეს ვაკეთებ. ჩემი მოსწავლეების მადლიერი ვარ, რომ შთაგონებას და უკუკავშირს არ მაკლებენ ჩემი კოლეგების მადლიერი ვარ, ვისთან ერთადაც ვიზრდები პროფესიულად და ვვითარდები. ყველა პროფესიონალის მადლიერი ვარ, ვინც ჩემი ცხოვრების გზაზე უხილავ მენტორებად იქცნენ და ვარ ახლა ის, ვინც ვარ“, - აღნიშნა ელენე ბეთლემიშვილმა.

კონკურსის ფარგლებში, ხუთ სექტემბერს საუკეთესო ხუთეული გამოვლინდება ერთ-ერთი მათგანი კი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

ცნობისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

კვირის ამბები