ფესტივალის დამფუძნებელმა მაგდალენა კუნიმ სკოლას საჩუქრად ხუთი ფლეიტა გადასცა
ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა ფლეიტისტთა ფესტივალს მასპინძლობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, მუსიკალური ღონისძიებები 12 ივლის დაიწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ყოველი დღე ინდივიდუალურთან ერთად, ჯგუფურ მეცადინეობებს და მასტერკლასებს მოიცავს.
ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ფესტივალის დასკვნითი კონცერტის პროგრამაზე.
„გორის სამუსიკო სკოლაში საქართველოში ფლეიტისტთა მეცხრე ფესტივალი - „ფლეიტაზე შემსრულებელი ღმერთები და კომპოზიტორები“ მიმდინარეობს. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი მაგდალენა კუნი, ასისტენტები კი დაფნა ჰოლცერი და კახი ჩარგეიშვილი არიან. ფესტივალს ორგანიზებას მერი ჟვანია უწევს. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის დამფუძნებელმა მაგდალენა კუნიმ ვ. მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლას საჩუქრად ხუთი ფლეიტა გადასცა.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ კულტურის სააგენტოში.