

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „შემოქმედებითი საქართველო“ კონკურსს – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ.
რაც შეეხება მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ბრაილის შრიფტით ქართული მხატვრული ლიტერატურის გამოცემა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით ინკლუზიური კულტურული მომსახურების გაძლიერებაა.
კონკუსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ელ. ფოსტაზე: info @ creativegeorgia .ge უნდა გააგზავნონ (თითო კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლია) განაცხადები 24 ივლისის 18:00 საათამდე მიიღება.
პროექტი 1-ელი სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.