საზოგადოება
15.07.2025 13:01
შიდა ქართლში ალოობისთვის ემზადებიან

შიდა ქართლში ალოობა დაახლოებით, ათ დღეში დაიწყება. გორის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტექნიკით რათა ფერმერები ჩაეტიონ აგრო ვადებში და მოსავლის აღების პროცესში რისკები და პრობლემები არ შეიქმნას“, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განაცხადა.

„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე ქერის და ხორბლის გაცილებით უკეთეს მოსავალს მივიღებთ. მართალია, მოსახლეობამ ყინვების შედეგად ხეხილის მოსავლის გაფუჭების გათვალისწინებით, აქცენტი ბოსტნეულის და სხვა მარცვლოვანი მცენარეების მოყვანაზე უფრო გააკეთა, თუმცა, ქერი და ხორბალიც საკმაო ფართობზე დაითესა.

უნდა აღინიშნოს, რომ გარემო პირობებმა და კარგად შერჩეულმა სათესლე მასალამ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაზარდა. საშემოდგომო ქერის მოსავლიანობის მაჩვენებელი 1ჰექტარზე 3- 3,5 ტონა, საშემოდგომოზე კი 5-5,5 ტონაა.

რაც შეეხება მოსავლის ამღებ ტექნიკას, გეტყვით რომ ამ დროისთვის რეგიონში არსებული ტექნიკა კახეთშია გადასროლილი, სადაც იქაურ ფერმერებს ეხმარება და როგორც კი ალოობის პროცესი ქართლში გადმოინაცვლებს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეეძლება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.

კვირის ამბები