სპორტი
15.07.2025 12:32
გორმა მინი ფეხბურთში ტურნირს - „მეგრელას თასი“ უმასპინძლა

გორმა მინი ფეხბურთში გოგიტა მეგრელიშვილის სახელობის ტურნირს - „მეგრელას თასი“ უმასპინძლა.

შეჯიბრში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2012-2013 წწ. დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ.

ტურნირის გამარჯვებული „გორი“ გახდა. მეორე ადგილზე კომბინატის გუნდი „აკულა“ გავიდა. წმინდაწყლის გუნდი „ყიფიანი“ კი მესამე ადგილის მფლობელია.

შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოვლინდნენ. საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა ჭუჭყიანი გახდა. საუკეთესო მეკარედ გაბრიელ გიგაური დასახელდა. საუკეთესო მცველი გიორგი ლურსმანაშვილი, საუკეთესო ბომბარდირი კი სოსო ღვინიაშვილია. ნომინაციაში ტურნირის აღმოჩენა გიორგი ზექალაშვილი დაჯილდოვდა. სპეციალური პრიზი გადაეცა ნიკოლოზ ლომსაძეც.

„აქტივობაში 150 მოზარდი მონაწილეობდა. მადლობა თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და მოსულ გულშემატკივარს. საოცარი ემოციებით დატვირთული თამაშები ჩავატარეთ. მსგავსი შეჯიბრებები ახალგაზდებს დაეხმარება, რომ მომავალში მეტად წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

კვირის ამბები