გ. ერთავის სახელობის თეატრი 180-ე სეზონს საპრემიერო სპექტაკლით - „მთებმა დახუჭეს თვალები“ დახურავს.
რუსთაველის თეატრში გამართული ჩვენების შემდეგ, ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკას რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გორის თეატრის სცენაზე გააცოცხლებს.
სპექტაკლის სცენარი პოემის - „ალუდა ქეთელაური“ მიხედვით დაიწერა.
წარმოდგენაში კი გორის თეატრის მსახიობებთან ერთად, მოწვეული არტისტებიც მონაწილეობენ: ომარ ბექაური, გიორგი გოგუაძე, კახი გაზდელიანი, გიორგი გელაშვილი ( შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი), ელენე დარჩია, ზაზა თედელური, სოსო მგალობლიშვილი, ანა ლევენცი (ქობულეთის დრამატული თეატრი), დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრი), ქეთი ხიტირი (რუსთაველის ეროვნული თეატრი), მაკა შალიკაშვილი, ნოდარ ცერცვაძე და ამირან ქაჩიბაია.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge
სპექტაკლი 19:00 დაიწყება.