საზოგადოება
14.07.2025 12:13
ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 308 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 308 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 10 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები ან რაიმე სახის შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. მათემატიკის გამოცდა 3 საათის განმავლობაში გრძელდება. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს 14:00 საათისთვის ველოდებით,“ - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.

შეგახსენებთ, 2025 წლის ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

 

კვირის ამბები