საზოგადოება
14.07.2025 12:10
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით თუშეთის ნაკრძალი მოინახულეს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თუშეთის ნაკრძალს ეწვივნენ.

ვიზიტი პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში შედგა.

თუშეთის დაცული ლანდშაფტისა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციების მხარდაჭერით, მონაწილეები ადგილზე გაეცნენ დაცული ტერიტორიების მართვის პრაქტიკას, თანამშრომლობის ფორმებსა და გარემოსდაცვითი მუშაობის არსებულ გამოცდილებას.

„აქტივობამ ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებას, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის პროცესში ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული მიდგომების უკეთ გააზრებას.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, People in Need Georgia ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები