საფეხბურთო კლუბი გორის „გორი“ „დანტეს ჯეჯელავას თასი 2025“-ის გამარჯვებულია.
ტურნირი 2010 წელს დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა.
შეჯიბრის ფარგლებში, გორელებმა ექვსი შეხვედრა ჩაატარეს. ფინალში ფოთის „კოლხეთი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ.
გორის გუნდი ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მათე მაკრახიძე, დავით ბალაშვილი, დაჩი მღებრიშვილი, გეგა გიგაური, გიორგი გიუნაშვილი, ალექსანდრე რაზმაძე, სერგი მერაბიანი, ლუკა კოკოზაშვილი, ნიკოლოზ ქესანაშვილი, მათე თედეევი, ნიკოლოზ ახობაძე, თენგო მაზმიშვილი, ლუკა მარიამიძე, სანდრო ოქროპირიძე, ლუკა ოდიკაძე და სანდრო პავლიაშვილი.
აღსანიშნავია რომ ტურნირში გორის „დილაც“ მონაწილეობდა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს