გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები მიღწეული წარმატებისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.
ღონისიებას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, შეჯიბრზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდური შედეგით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება გორელების შედეგს, დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვერცხლის მედალი ნიკა ზანგალაძემ (57 კგ.) მოიპოვა. საბა ღამბაშიძე და გოგა ოთინაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორები არიან.