ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში წყაროების და მდინარისპირა ეკოსისტემების აღდგენის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით პროცესებში ადგილობრივი თემების აქტიური ჩართულობის მიზნით, გორში შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ უნგრეთის ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებს – EU პროექტების ხელმძღვანელს ზოლთან პალოტაის და საერთაშორისო ექსპერტს მილან ტოლტოშის უმასპინძლა, რომლებიც სააგენტოს პროექტის - „DALIA – Befriending the River“ ფარგლებში ეწვივნენ.
სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს პროექტ DALIA-ს მიმდინარე აქტივობები, მოინახულეს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია და დეტალურად გაეცნენ პროექტის მიზნებსა და სამოქმედო მიმართულებებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობას და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის გზებს დაეთმო.
„აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრა, ასევე, გაიმართა გორის უნივერსიტეტში, სადაც Horizon Europe 2021–2027 პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსებს კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით, ასევე, ქართველ და უნგრელ პარტნიორებს შორის შესაძლო თანამშრომლობას ახალი პროექტების და ახალი პროექტების დაგეგმვა-შემუშავებას“, - აღნიშნავენ გორის განვითარების სააგენტოში.