კულტურა
11.07.2025 16:08
გორის თეატრში დღეს თოჯინური სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, დღეს პატარა მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. 11, 12 და 13 ივლისს თოჯინური სპექტაკლის - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ პრემიერაა დაგეგმილი.

რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი და მაღი არღუთაშვილი მონაწილეობენ.

„ვაჟა-ფშაველას ამაღელვებელი პოემა სცენაზე ცოცხლდება თოჯინური ფორმით - სცენა, სადაც თითოეული თოჯინა თითქოს სიტყვას ამბობს, თითოეული სინათლე - გრძნობას ჰყვება.

სპექტაკლი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და ვაჟას შემოქმედების მოყვარულთათვის“, - აღნიშნავენ თეატრში.

წარმოდგენა 18:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები