საზოგადოება
11.07.2025 11:34
კირბალის საჯარო სკოლას ტენისის მაგიდა გადაეცა

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ კირბალის საჯარო სკოლას საჩუქრად ტენისის მაგიდა გადაეცა.

საგანმანათლებლო დაწესებულებას სპორტული ინვენტარი შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ღამბაშიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯემალ მჭედლიშვილმა გადასცეს.

მერიის და ფედერაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან მეგობრული თამაშიც გამართეს.

„შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კერძო სექტორის ხელშეწყობით საქველმოქმედო აქციებს ეტაპობრივად მართავს. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციამ ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი მეოცე საგანმანათლებლო დაწესებულებას გადასცა“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები