საზოგადოება
11.07.2025 11:32
საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების ერთი შემთხვევა იყო - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, ორი სესიაა ჩანიშნული. პირველ სესიაზე, ამ წუთებში აბიტურიენტები - ისტორიის, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი მათემატიკის ტესტზე მუშაობენ. წინა დღეების მსგავსად, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, რეგისტრაციის პროცესში იყო დაგვიანების ერთი შემთხვევა

„ისტორიის გამოცდის დილის სესიაზე 374 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, გამოცდაზე მხოლოდ 358 პირი გამოცხადდა. სამწუხაროდ, რეგისტრაციის პროცესში ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა და წესების მიხედვით, ეს აპლიკანტი ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მეორე სესიას, 14:00 საათზე დაიწყება და ამ დროისთვის ქიმიის გამოცდაზე დარეგისტრირებულია 109 აბიტურიენტი და სამოქალაქო განათლების და გეოგრაფიის ჩაბარების მსურველი 199 პედაგოგი“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

კვირის ამბები