გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი 2025“გაიხსნა.
მოზარდების პირველ ნაკადი - 70 ბავშვი, ბანაკში მერიის თანამშრომლებმა დღეს, 10 ივლისს გააცილეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წელს ტანას ხეობა, ჯამში, 14-18 წლის 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
„პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 6 დღეს დარჩებიან. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება, ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება. ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა 15 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი